ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე, შესაძლოა, დაანგრიონ - გროვდება ხელმოწერები
FaceBook
ქუთაისის მერიამ  ქალაქის  ცენტრალურ ბულვარში მდებარე  სანაყინე  "სავანე’’,  შესაძლოა, დაანგრიოს. 
"სავანეს" ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი ტურაბელიძის განმარტებით, მერია კაფისა და მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს დემონტაჟს, მათ ადგილებზე კი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს.  კაფის შენარჩუნების მიზნით კი, მფლობელებმა ხელომწერების შეგროვება დაიწყეს. 

"პეტიციის შედგენა
იმიტომ გახდა საჭირო, რომ კაფის დანგრევას გეგმავენ. დამიბარა მერის მოადგილემ, დავით ერემეიშვილმა, რომელმაც მითხრა, რომ ,,სავანე’’ და გვერდით არსებული საპირფარეშო უნდა დაინგრეს, რათა ამ ტერიტორიაზე ერთი დიდი ობიექტი აშენდეს. ადრე, როცა მერიასთან მიწის საკითხზე დავა გვქონდა, კულტურის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ჩვენი კაფე კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მატარებელი ობიექტი იყო და მიწა ჩვენი საკუთრება ვერ იქნებოდა; თუ ეს ასეა, რატომ ანგრევენ კულტურულ მემკვიდრეობას. იმ შეხვედრაზე მითხრა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზე კაფე  და საპირფარეშოა განთავსებული,  აუქციონზე უნდა გაიტანონ ", - ამბობს გიორგი ტურაბელიძე. 

მხარეებს შორის  სამართლებრივი დავა წლების წინ დაიწყო. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელზეც კაფეა განთავსებული.  „სავანეს“ მეპატრონეები აცხადებენ, რომ შენობასთან ერთად მიწაც მათ ეკუთვნით, მერია კი ამბობს, რომ ტერიტორია სკვერის ნაწილს წარმოადგენს, რაც გაუსხვისებელი ქონებაა, შესაბამისად ის „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა.

რის მოწყობას გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობა და  ქალაქის ცენტრალური ბულვარის მოსწყობად რამდენად აუცილებელია "სავანეს" აღება ? - მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ განმარტებას ორშაბათს, 2 ოქტომბერს გააკეთებენ. 


ამავე თემაზე:


კაფე "სავანემ " ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.