ახალი ამბები
მე-9 კლასელი გოგოს მიმართ განხორციელებულ ბულინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის  სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მომხდარ ბულინგის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღძრა, რაც იძულებას გულისხმობს.

საუბარია მე-9 კლასელი გოგოს მიმართ განხორციელებულ ბულინგზე, რომლის შესახებაც ადვოკატმა ლევან ჭელიძემ გაავრცელა ინფორმაცია. ადვოკატი აქვეყნებს წერილის, სადაც ჩანს როგორ ემუქრებიან სკოლის  მოსწავლეს. 


ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, რომ მომხდარზე კომენტარს არ გააკეთებდნენ და განათლების სამინისტროში გადაგვამისამართეს.

განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დეტალებს აზუსტებენ და მომხდარზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს.
Print