ახალი ამბები
„ოცნებამ“ ეს აეროპორტი დაამგვანა ქუთაისს, რომელიც ყოველი წვიმისას იტბორება“
FaceBook
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალი ისევ ჩამოვიდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის თემურ ცამციშვილის თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა წვიმისას აეროპორტი იტბორება.

„ბოლო ორ თვეში უკვე მეორედ ჩამოვიდა ქუთაისის აეროპორტში წყალი. გახსოვთ, რომ პირველი შემთხვევის დროს აეროპორტის ფუნქციონირება საერთოდ შეჩერდა, არადა ახალი ფლიგელის მშენებლობაზე 110 მილიონი ლარია დახარჯული“
,- განმარტავს ცამციშვილი.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო აღნიშნული აეროპორტი ქუთაისთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან რკინიგზით დაეკავშირებინა.

„მაგრამ შეძლო და დაამგვანა ქუთაისს, რადგან ეს აეროპორტი ქუთაისივით ყოველი წვიმის დროს იტბორება. ამიტომ, მინდა პრემიერს მოვუწოდო, როდესაც ამერიკულ ტურნეს მორჩება, დარწმუნებული ვარ, მამამისი, ტარიელი უარს არ ეტყვის და ერთ ჩარტერს კიდევ დაუფინანსებს, ჩამოფრინდეს ქუთაისში და 2021 წელს თავისივე გახსნილი აეროპორტი დაათვალიეროს, ნახოს რა ხდება, რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს“,- ამბობს თემურ ცამციშვილი.

საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჩამოსვლის მიზეზის დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

"ჩამოფრების დარბაზში ერთ წერტილში ჩამოვიდა წყალი, დაგროვილი იყო ალბათ ნალექის შედეგად და წვეთავდა. ყველა შესაბამისი სამსახურია ადგილზე მობილიზებული, ველოდებით სამხარაულის დასკვნას, რომ გავიგოთ რატომ და საიდან ჟონავს წყალი“,- განმარტავენ აეროპორტის პრესცენტრში.

ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის ივლისშიც დაიტბორა. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში ჩამოვიდა, ჩამონგრეული იყო ჭერის ფრაგმენტიც. აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გადადებული იყო რეისებიც.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.