ახალი ამბები
სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები, მთავრობისგან, 20 ათას ლარს მიიღებენ
FaceBook
შოვში, ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები, ერთჯერადი დახმარების სახით, 20 ათას ლარს მიიღებენ.

ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას. 32 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით“,- განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან გურიაში მომხდარ სტიქიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვისაც სახლები დაენგრა, ყველას განსახლება მოხდება და მთავრობა მათ ახალ საცხოვრებელს შეუძენს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გურიაში ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ყველაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.