ახალი ამბები
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 72 ფაქტი იმერეთში გამოვლინდა
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვირითობის პერიოდში - 2023 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მათგან 150 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 72 ფაქტი იმერეთში გამოვლინდა, შემდეგ მცხეთა-მთიანეთში - 65, ქვემო ქართლში - 47, კახეთში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 21, გურიაში - 17, აჭარაში - 14, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, შიდა ქართლში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 3.

ასევე 19 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოავლინეს.

"ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა: სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 28, სახლართი ტიპის ბადით - 188, ე.წ. ჩოგან-ბადით - 22 და ე.წ. გოდორით უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი. ასევე დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი.

ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის მაის-აგვისტოში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 760 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 8 მეტრი სიგრძის მოსასმელი ბადე, 3 ერთეული ეკრან-ბადე, 2 ერთეული ჩოგან-ბადე და 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის თევზმახე.

პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, შაორისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე, ასევე მდინარეებზე - ალაზანი, მტკვარი, ნატანები, ჭოროხი, აჭარისწყალი და ნატანები",- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

2023 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 499 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 161 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად
ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
13:11 / 20.05.2024
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
მე-12 კლასელები დღეს სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.
12:43 / 20.05.2024
მე-12 კლასელები დღეს სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.