ახალი ამბები
ქუთაისი –სვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება
FaceBook
ახალი გზა ქუთაისს სვანეთთან 2 საათით დაახლოებს

სვანეთამდე ალტერნატიული მისასვლელი გზა მალე ქუთაისიდან დაიწყება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ქუთაისი სვანეთს ცაგერი–ლენტეხის გავლით დაუკავშირდება.

პროექტი სვანეთში თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტის გახსნას უკავშირდება. ახალმა გზამ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს ზამთრის ახალ კურორტამდე მისვლა უნდა გაუმარტივოს.

უკვე ცნობილია, რომ ახალი გზა ქუთაისს მაღალმთიან სვანეთთან 2 საათით დაახლოებს. სწორედ ეს დრო იქნება საჭირო ქუთაისის აეროპორტიდან თეთნულდის საკურორტო ზონამდე.

ცაგერი–ლენტეხის გავლით, ქუთაისი–სვანეთის შემაერთებელი გზის პროექტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტის ღირებულება, შესრულების ვადები და სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის
სამსახური განახორციელებს.
16:51 / 09.03.2026
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი,
მესამე საჩივარი წარუდგინა.
11:53 / 09.03.2026

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი, მესამე საჩივარი წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.