ახალი ამბები
ვაი ჩვენს თავს - იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სათვალთვალო მონიტორზე
FaceBook
არ გამომიყვანეს ჯეიმს ბონდი?


ქუთაისიპოსტის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ნიუსში, სათაურით "ვაი ჩვენს პატრონს - იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სათვალთავლო მონიტორზე" დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა. იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე სამუშაო კაბინეტში სათვალთავლო მონიტორის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განმარტებაში "ვაი ჩვენს პატრონს" ნაცვლად წერს "ვაი ჩვენს თავს". ქუთაისიპოსტი ასწორებს აღნიშნულ შეცდომას და მკითხველს უხდის ბოდიშს.

"ვაი ჩვენს თავს, მართლა ვაი" - წერს ვიცე გუბერნატორი სოციალურ გვერდზე:

"კოსმოსიდან ვაკვირდები თურმე რა ხდება გუბერნიაში და მერიაში. წყალქვეშა ყველა გემიდან ინფორმაციები ჩემთან მოდის. სათვალთავლო კამერები თურმე სათვალეებშიც ჩამონტაჟებული მქონია, საიდანაც მსოფლიოს ვაკვირდები. არ გამომიყვანეს ჯეიმს ბონდი? ვაი ჩვენს თავს, მართლა რომ ვაი", - წერს პაატა ნადირაძე.

ქუთაისის მერიის შენობაში არსებული სათვალთვალო კამერების მონიტორი იმერეთის ვიცე-გუბერნატორ პაატა ნადირაძეს კაბინეტში აქვს დამონტაჟებული, საიდანაც მერიის ადმინისტრაციულ შენობას აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიაში არსებული კამერების მონიტორინგი ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციაში შედის.

როგორ გამოიყურება იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, პაატა ნადირაძეს სამუშაო კაბინეტი, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.