ახალი ამბები
ვანის სკოლის მიკროავტობუსის გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მძღოლს პატიმრობა მიესაჯა
FaceBook
ვანის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე იყო ბრალდებული, 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექასუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა", -  აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

ამავე თემაზე:

შსს-მ ვანის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა

ვანში სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეს გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი, თანამდებობა დატოვა

ომბუდსმენი ვანში, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეს შეისწავლის

სკოლის მძღოლის მიერ არასრულწლოვანების მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.