ახალი ამბები
ავტომობილებით მსვლელობა და აქცია-პერფორმანსი - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართება.

სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები 24 აგვისტოს, 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბებიან და ავტომობილებით მსვლელობას გამართავენ.

19:30 საათიდან კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსია დაგეგმილი.

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკვე მეორე წელია, უკრაინა ომის პირობებში აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.

ფოტო: არქივი
Print