ახალი ამბები
"ეს არის ვერაგული აქტი, მოჭრილია 25-ზე მეტი კედარი" - ქუთაისში, მწვანე სექტორი განადგურებულია
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წევრებმა ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე სექტორის განადგურება გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, ასსაფეხურიან კიბესთან მდებარე ფერდი, რომელიც მსხვილმერქნიანი კედარის ჯიშის ხეებით იყო დატვირთული, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

დამუშავებული მასალის ნაწილი კი ახლადაშენებული სასტუმროს "ქუთაისი ინნ"-ის ეზოშია დაწყობილი.

„ეს არის ვერაგული აქტი. მოჭრილია 25-ზე მეტი ზრდასრული კედარი, რომლის ასაკიც არანაკლებ 80 წლისა, თუ 100 არა. გამოვიდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ხეები გამხმარი იყო და ამიტომ გაჩეხეს, თუმცა ერთი რომ, ეს ხე არ ზიანდება და მეორეც, აქედან 25 მეტრშიც არის კედრის ხეებია, რომელიც არ გამხმარა და ესინი გახმა? ეს არის მძიმე დანაშაული. ჩვენ კვლევას ვაწარმოებთ და შედეგთან აუცილებლად მივალთ“,- ამბობს „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი მერაბ ბარათაშვილი.



ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს არის მავნებლური კოლაბორაცია მსხვილ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც ქალაქის ინტერესების დაზიანებისკენაა მიმართული.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პერიმეტრის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო მოიჯარე - „ინნ“ ჯგუფის სასტუმროების ქსელი.

„ეს არის ბარბაროსული აქტი, რომელიც განხორციელდა „ინნ“ ჯგუფისა და „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ თანამშრომლობის სახით. სამწუხაროდ, ამ აქტის უკან, ჩვენ მოვიაზრებთ ქალაქის მერსაც, რადგან მას დღემდე არ გაუკეთებია განცხადება ამ თემაზე, არც საკრებულოს თავმჯდომარეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განადგურებულია ძალიან დიდი მწვანე ზოლი, რომელიც ასევე ეკოლოგიურ კატასტროფას უქმნის ქალაქის მოსახლეობას“,- განმარტავს ორგანიზაციის წარმომადგენელი გია გოქაძე.

მისივე თქმით, ამიერიდან, ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ეს კი ქვეყანაში არსებული მძიმე გარემოსდაცვითი გამოწვევების ფონზე ხდება.

„ევროპა ჩვენი სახლიას“ წევრები ქუთაისის მერიისგან განმარტებას ითხოვენ, თუ რა მიზანს ემსახურება ვანდალიზმის ეს გამოხატულება ქალაქში, სადაც მწვანე სექტორის განადგურების ხარჯზე, "ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესების ინტერესთა დაკმაყოფილება აპრობირებული პრაქტიკაა“.

„მოვითხოვთ ქალაქის მერისგან პასუხის გაცემას, რატომ იქნა განადგურებული 30-მდე კედრის უნიკალური ჯიშის ხე და რა პასუხისმგებლობას აკისრებენ იმ ორგანიზაციას, რომელმაც ეს ბარბაროსული აქტი განახორციელა“,- აცხადებს გია გოქაძე.

საკითხთან დაკავშირებული სასტუმროს დირექტორი რევაზ თავართქილაძე გვეუბნება, რომ კითხვებით სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ უნდა მივმართოთ, ვინც ამ მიწის მესაკუთრეა.

„და თუ ჩვენგან რამე გაინტერესებთ, მოგვმართეთ წერილობით და მერე გაგცემთ პასუხს“,- ამბობს თავართქილაძე.

"ქუთაისიპოსტმა" დაკავშირება „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიასთანაც“ სცადა, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.