ახალი ამბები
სოფელ გლოლაში, დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდებიან
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დღეს სოფელ გლოლაში ჩავლენ და მოსახლეობას შეხვდებიან.

ისინი ადგილობრივებს სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველად დასკვნას წარუდგენენ და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შოვში ასევე შეხვედრას გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების პირები.

"დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გავმართავთ. სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, რამ გამოიწვია აღნიშნული სტიქია, ასევე იმაზე, თუ რა გააკეთეს, რაზე იმუშავეს, რა ეტაპზე არიან, გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს, რაც იქნება ადგილობრივი მოსახლეობისგან დასმული", - განმარტა ონის მერმა სერგო ხიდეშელმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, შვიდი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მთავარი სტადიონი, რომელიც თავდაპირველად 10 000
მაყურებელზე იყო გათვლილი, დღეს მხოლოდ დაახლოებით 100 ადამიანს
იტევს.
11:12 / 02.06.2026
ჭიათურაში მთავარი სტადიონი, რომელიც თავდაპირველად 10 000 მაყურებელზე იყო გათვლილი, დღეს მხოლოდ დაახლოებით 100 ადამიანს იტევს.
დღეიდან, 2026 წლის 1 ივნისიდან, საქართველოში საჯარო სივრცეში
შეურაცხმყოფელი და ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების
მონიტორინგი ოფიციალურად იწყება.
10:54 / 01.06.2026
დღეიდან, 2026 წლის 1 ივნისიდან, საქართველოში საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი ოფიციალურად იწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.