ახალი ამბები
„ამას რას მოვუსმინე?!.. „გადარჩენას გვამადლიან“ - შოვის ტრაგედიას გადარჩენილები ირაკლი კობახიძეს პასუხობენ
FaceBook
"ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი" — ასე გამოეხმაურა  სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელიც მან დღეს 14 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე შოვში სტიქიას გადარჩენილების მიერ მოყოლილი ისტორიების ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. 

მან სპეკულაციები და  ტყუილი უწოდა იმ ფაქტს რომ ადამიანები შოვში სტიქიას სამი საათი ებრძოდნენ. 

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ, შეუძლებელია ასე განვითარებულიყო მოვლენები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ებრძოლა სტიქიას 3 საათის განმავლობაში, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი"

კობახიძე გამოეხმაურა დავით ჯელაძის ისტორიასაც. 

"მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე (საუბარია სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე, სადაც ჩანს, რა გზა გაიარა მის დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში) ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი,"

კობახიძის განცხადებას უპასუხა შოვის სტიქიას გადარჩენილმა მარიამ ბერიანიძემაც.

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე" , - წერს მარიამი  ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.