ახალი ამბები
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
FaceBook
შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ვუსამძიმრებ [გარდაცვლილთა] ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მაქსიმალურად მიახლოებული ვიყავი და ძალიან მძიმეა ის, რაც ადგილზე, ეპიცენტრში ვნახე. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი, ეძებენ 25 ადამიანს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამავე თემაზე:





Print