ახალი ამბები
ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად მარინა მარჯანიშვილი დაინიშნა
FaceBook
ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ თანამშრომლემა არაფერი იცოდნენ


ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად  მარინა მარჯანიშვილი დაინიშნა. მარჯანიშვილი დირექტორის პოსტზე გუშინ დანიშნეს. ია ვერულაშვილი კი, რომელიც ამ დრომდე სასახლის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, მოადგილედ გადაიყვანეს.

ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ თანამშრომლებმა.
მათი თქმით, მარჯანიშვილი გუშინ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სასახლეში დირექტორის სტატუსით მივიდა.

ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ ინფორმირებული არ იყო არც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი ია ვერულაშვილი.

"დარეკეს გუშინ, მოვდივართ და თანამშრომლები დაგვხვდნენო. მოვიდნენ მერიის ადმინისტრაციისა და ააიპის ხელმძღვანელები მარინა მარჯანიშვილთან ერთად. მე რა უნდა გამეკეთებია? მიუხედავად იმისა, რომ მეც მქონდა ამბიცია დავბრუნებულიყავი ისევ დირექტორად, როგორც აღმოჩნდა სხვა კანდიდატურა გადაწყვიტეს", - ამბობს ია ვერულაშვილი.

როგორც ირკვევა, ორი თვით წინ სასახლის თანამშრომლებმა ია ვერულაშვილის დირექტორის პოსტზე დანიშვნის თხოვნით მერიასა და ააიპი გაერთიანების ხელმძღვანელს მიმართეს, თუმცა, ვერულაშვილი ამბობს, რომ მერიამ თხოვნა არ დააკმაყოფილა, პასუხში კი დაწერეს, რომ პოსტზე სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდნენ.

სასახლის დირექტორის პოსტზე რომ ალტერნატიული კანდიდატურა არ განიხილებოდა, ამას თავად ააიპი გაერთიანების ხელმძღვანელი ადასტურებს. "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, ელისო ქაროსანიძე ამბობს, რომ მარინა მარჯანიშვილი პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

"ქალბატონი მარინა ერთადერთი კანდიდატურა იყო ამ პოსტზე და მას ქონდა შესაბამისი რეკომენდაციები. სხვა კანდიდატი არ გვყოლია',–ამბობს ქაროსანიძე.

ია ვერულაშვილი მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოვალეობას 2014 წლიდან ასრულებდა. მანამდე იგი 2012 წელს უვადოდ იყო დანიშნული დირექტორად, თუმცა, სასახლის ხელმძღვანელის პოსტის გამო დაწყებული ხმაურიანი მოვლენების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, გადადგომის შესახებ განცხადება დააწერინეს, დირექტორად კი მიხეილ ფხაკაძე დაინიშნა. მოგვიანებით პოსტი მიხეილ ფხაკაძემაც დატოვა და მას შემდეგ ვერულაშვილი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ახალი დირექტორი მარინა მარჯანიშვილი ქუთაისის სასკოლო ახალგაზრდული თეატრის "მარჯანიშვილელების"  ხელმძღვანელია. ის ასევე არის  ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის, თორნიკე მარჯანიშვილის მეუღლე.

მარინა მარჯანიშვილი  დირექტორის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.