ახალი ამბები
"ხან სად დავეძებთ ბავშვებს და ხან სად" - ავტოქარხნის დასახლებაში მშობლები საბავშვო ატრაქციას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის  ქუჩის  #2-ში მცხოვრებლები საბავშვო ატრაქციონების მოწყობას ითხოვენ.
ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  128 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, მოზარდებიც, არანაირი გასართობი ატრაქცია არ არის მოწყობილი. 

„შეწუხებულები ვართ, არ აქვთ ჩვენს შვილებს არანაირი გასართობი  ატრაქცია.  ამიტომ, უკანა ბინების გასართობ სასრიალოებსა თუ სავარჯიშოებზე დავეძებთ ბავშვებს. იმდენი ბავშვია იქაც და ისე ცოტა ატრაქციონი, იქაც არ აცლიან ჩვენს შვილებს ყოფნას და არის ბავშვებს შორის სულ უკმაყოფილება. ხან სად დავეძებთ ბავშვებს და ხან სად, არადა შვილები გვინდა, რომ ჩვენს თვალწინ, ეზოში ერთობოდნენ“,
- განმარტავს ადგილობრივი ფერიდე ამბროლაძე.

ზ. ჭავჭავაძის #2-ში მცხოვრებლები დახმარებას დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა, ადგილობრივების თქმით,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მათთან მხოლოდ არჩევნების წინ ჩნდებიან. 

„თქვენ იქნებ დაგვეხმაროთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება, უპატრონოდ ვართ. ხელისუფლებას მაშინ ვახსენდებით როცა არჩევნებია, ამ დროს მოდიან და დაპირებებს გასცემენ, არჩევნების ჩავლის შემდეგ კი აქ მოსასვლელადაც აღარ იწუხებენ თავს“,- ამბობს ლაურა დემეტრაძე.

ზ. ჭავჭავაძის დასახლება ავტოქარხნის სამაჟორიტაროს ეკუთვნის, რომლის დეპუტატიც მიხეილ გიორგაძეა. მისი განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება. 

„ჩვენ ამ ტერიტორიაზე შევპირდით მოსახლეობას სტადიონის მოწყობას და გვინდა, ეს დაპირება შევუსრულოთ. გაკეთდება თანამედროვე სტანდარტების სათამაშო სტადიონი. ტენდერი უნდა გამოცხადდეს და ალბათ, წლის ბოლომდე მოესწრება", -
ამბობს მიხეილ გიორგაძე.

უბნის მაჟორიტარის თქმით, ტენდერის გამოცხადებამდე იგი ადგილზე მივა და ტერიტორიას დაათვალიერებს.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ
საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით.
14:15 / 16.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო
სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი
ექსპერტიზით) შპს
12:55 / 16.01.2026
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი ექსპერტიზით) შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი" განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.