ახალი ამბები
მშენებლობაზე დაღუპულის შვილისთვის კომპანიას სარჩოს გადახდა მოუწევს
FaceBook
მშენებლობაზე, საწარმოო შემთხვევის გამო გარდაცვლილი პირის არასრულწლოვანი შვილი სარჩოს მიიღებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

საუბარია 2017 წლის 27 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა, მშენებლობაზე მუშაობის დროს, მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდნა და ადგილზე გარდაიცვალა.

შვილმა მამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ძლიერი სულიერი ტრავმის მიღებასთან ერთად, მარჩენალიც დაკარგა.

ბავშვის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, რომელიც კომპანიის მხრიდან საწარმოო ტრავმის შედეგად მარჩენალის დაღუპვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, სარჩოს დაკისრებას ითხოვდა.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხე კომპანიას ბავშვის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა სარჩელის აღძვრიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე.

მოწინააღმდეგე მხარის მიერ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სააპელაციო და საკასაციო წესით. საკასაციო სასამართლოს განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შედეგად ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კომპანიას მოუწევს ბავშვისთვის სარჩოს გადახდა“, -  აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატი მუშაობდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.