ახალი ამბები
"ნორმის ფარგლებშია" - შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგები
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით კვლევებს აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

შავი ზღვის წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა. გარდა დაიბნძურების რისკისა, გაეროში ამბობენ, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 23
მარტის დილამდე ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება
შენარჩუნებული, 24 მარტიდან კი გამოიდარებს და დათბება.
12:22 / 21.03.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 23 მარტის დილამდე ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული, 24 მარტიდან კი გამოიდარებს და დათბება.
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც
სამი კვირაა
17:00 / 20.03.2025
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამი კვირაა "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, სამუშაო ჯგუფს, რომელშიც მშრომელები არ ჩართეს, უნდობლობას უცხადებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.