ახალი ამბები
ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი, დღეიდან, 06:30 საათიდან იმუშავებს
FaceBook
დღეიდან, 3 ივლისიდან, 2023 წლის გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტი 06:30 საათიდან იმუშავებს.
მუნიციპალური ავტობუსების მოქალაქეებს შეცვლილი გრაფიკით 26 ივლისის ჩათვლით მოემსახურება.

26 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით სრულდება.

2023 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

საგამოცდო პროცესი №23, №17 და № 41 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.

ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში ჯამში 5 105 აბიტურიენტია დარეგისტირებული.

წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი აპლიკანტებისთვის – სივრცეები სრულად არის აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, აუცილებელი ინვენტარითა და კონდიცირების სისტემით. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

საგამოცდო ცენტრები 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებენ.

საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.