ახალი ამბები
"ხელფასის მომატება ალოგიკურია" - "ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულების მოთხოვნაზე
FaceBook
"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორის განმარტებით, კომპანია წლებია ზარალიანია და ამ კრიზისის დაძლევას ცდილობს.

როგორც ლაშა თუთბერიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი ფინანსური ზარალი, დაახლოებით, 12 მილიონ ლარს შეადგენს, ამ ფონზე კი, მისი თქმით, თანამშრომლების მხრიდან ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია.

„შესაძლებელია ეს ხალხი უფრო მეტს იმსახურებს და რა თქმა უნდა, მეტს იმსახურებს, მაგრამ არის რესურსები და შესაძლებლობები კომპანიის. ეს 9, 10, 12 პროცენტი საკმაოდ მნიშვნელოვან ციფრებთან არის დაკავშირებული. ის 15%, რასაც დამატებით ისინი ითხოვენ ხელფასის მატებას, არის 10 მილიონი დოლარი წლიური ხარჯი კომპანიისათვის. დღესდღეობით ჩვენი ზარალი შეადგენს 12 მილიონ დოლარს. ამ ფონზე, მათი მხრიდან მოთხოვნა 10 მილიონი დოლარის ხელფასის ზრდის, ძალიან ალოგიკურია", - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი.

ლაშა თუთბერიძე თანამშრომლებს სთავაზობს, გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს ფინანსური დოკუმენტები და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ.

„კომპანია წლებია ზარალიანია სამთო მოპოვებითი სამუშაოების მხრივ ჭიათურაში. ჩვენ ვცდილობთ ამ კრიზისიდან დაძლევის გზების პოვნას. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული იქნა კომისიის შექმნა ამ კრიზისის გზებსა და პრობლემატიკებზე. ჩვენ მზად ვართ, დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილი იქნას მდგომარეობა კომპანიის, დადგინდეს, აქვს თუ არა კომპანიას რესურსი დამატებით 15%-ით გაუზარდოს ხელფასები თანამშრომლებს. შევთავაზეთ თანამშრომლებს დამატებით, რომ მოდით, დაველოდოთ აუდიტის დასკვნას და ვნახოთ, ფინანსური მდგომარეობა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა“,- განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი მე-14 დღეა გაფიცულია. 10 მათგანი მე-8 დღეა შიმშილობს. გუშინ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი გაფიცულმა პირი ამოიკერა.

ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

მაღაროელების ნაწილმა დღეს თბილისში გადაინაცვლა. ისინი პარლამენტთან მშვიდობიანი აქციას მართავენ.

ამავე თემაზე:

გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა - პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში

"განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები" - "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადება

"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო დამცველს ელოდებიან

„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო დამცველი

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში


Print