ახალი ამბები
ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
FaceBook
"ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო დღეიდან სრულად დააფინანსებს".

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  ზურაბ აზარაშვილმა. განაცხადა.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია  120 ათას ლარი ჯდება. ამ ოპერაციიდან სახელმწიფო მხოლოდ 70 ათას ლარს ანაზღაურებდა, დარჩენილი 50 ათასის მოძიება პაციენტს თავად უწევდა. 

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა,რომ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე ოპერაციის ხარჯებს. 

"ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 ათასი ლარით. მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ. ხშირად ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას, დღეიდან, სრულად სახელმწიფო დაფარავს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით, ბაზრის მთავარი
პრობლემა არა გადაჭარბებული მოგებაა, არამედ არაეფექტური საოპერაციო
ხარჯები.
13:05 / 01.05.2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით, ბაზრის მთავარი პრობლემა არა გადაჭარბებული მოგებაა, არამედ არაეფექტური საოპერაციო ხარჯები.
ქუთაისში „შრომის დიდების მემორიალს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
12:44 / 29.04.2026

ქუთაისში „შრომის დიდების მემორიალს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.