ახალი ამბები
"არ გვსიამოვნებს ორგანიზმის დაზიანება, მაგრამ მიგვიყვანეს ამ ზომამდე" - ჭიათურაში მაღაროელმა თვალები ამოიკერა
FaceBook
ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა გაფიცულმა კი ხელები დაისერა.

მანამდე, ორი დღით ადრე, აქციის მონაწილემ პირი ამოიკერა.

მაღაროელები ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას უკვე მე-14 დღეა ითხოვენ. მათი ნაწილი კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და მე-8 დღეა შიმშილობს.

„გადავიღალეთ თითოეული ჩვენგანი. სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებურს, ამას ელოდებიან? ეს უნდათ? ჩვენ არ ვართ მაზოხისტები, არ გვსიამოვნებს ჩვენი ორგანიზმის დაზიანება, მაგრამ მიგვიყვანეს ამ ზომამდე. დათმობაზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ“,- ამბობს აქციის მონაწილე გიორგი კუპატაძე .

გაფიცულები „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას მოთხოვების დასაკმაყოფილებლად დროს დღის ბოლომდე აძლევენ, შემდეგ კი შესაძლოა პროტესტი, თბილისში, პარლამენტთან გააგრძელონ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც (პირველ ეტაპზე 5%-ით). თუმცა, მათ შეთავაზებას მაღაროელები დაცივნას უწოდებენ. ისინი ანაზღაურების 40%-ით გაზრდას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მძიმე პირობებში მუშაობა საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ.

ამავე თემაზე:

გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა - პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში

"განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები" - "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადება

"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო დამცველს ელოდებიან

„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო დამცველი

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

Print