ახალი ამბები
გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა - პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში
FaceBook
ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის მე-11 დღეს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.

თითქმის ორი კვირაა, რაც ქალაქში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 3 000-ზე მეტი მაღაროელი გაფიცულია, 10 კი - მეხუთე დღეა შიმშილობს.

ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

„ვითხოვთ იმას, რაც აუცილებლად უნდა გვქონდეს. ნორმალური სამუშაო პირობები, გამართული ტექნიკა, თავის დროზე მასალა და ხელფასი, შესაბამისი ანაზღაურება, რასაც ჩვენ ჩვენი შრომით მოვიპოვებთ. ამიტომ, სანამ ქმედითი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, რასაც ჩვენ ვთხოვთ კომპანიას, იქამდე პროტესტი გაგრძელდება“,- აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.

აღსანიშნავია, რომ პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შრომის ინსპექციის სამსახურიც ჩაერთო. ადგილზე იყო ჩასული სახალხო დამცველიც, რომლის განმარტებითაც, ყველაფერს აკეთებენ, რათა მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს. 

ამის პარალელურად "ჯორჯიან მანგანეზმა" გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები.

კომპანიაში დასაქმებულები კი ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ "ჯორჯიან მანგანეზი" მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. 

ფოტო: გვერდი "მაღაროელი"

ამავე თემაზე:

"განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები" - "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადება

"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო დამცველს ელოდებიან

„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო დამცველი

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში


Print