ახალი ამბები
"დარისპანის გასაჭირი“  - ქუთაისში  ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2023“ გრძელდება
FaceBook
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2023-ის"  ფარგლებში მორიგი სპექტაკლი გაიმართება. 

წარმოდგენილი იქნება ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" (რეჟისორი გოჩა კაპანაძე).

ფესტივალი კიდევ ორი კვირას გაგრძელდება და პირველ ივლისს დასრულდება.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

"თეატრალური იმერეთი 2023"-ს მ მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრი იღებს. 

მათ გარდა ფესტივალს უცხოელი მონაწილეებიც ეყოლება. "თეატრალური იმერეთი 2023"-ში ჩაერთვებიან  ნაპოლის ექსპერიმენტული თეატრი და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრი YUG . 

ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  15 სპექტაკლი

სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.  ფესტივალის დახურვის ცერემონიალი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში  გაიმართება.

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.