ახალი ამბები
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო დამცველს ელოდებიან
FaceBook
პროტესტის მეათე დღეს, ჭიათურაში სახალხო დამცველთან შეხვედრას ელოდებიან. 
ლევან იოსელიანი მაღაროელებს დღეს შეხვდება და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

ომბუდსმენი გაფიცულების საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღაროში მომუშავეთა შრომითი უფლებები და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.

მეათე დღეა, რაც ჭიათურაში 3 000-მდე მაღაროელი გაფიცულია. მათ ქალაქის მერიასთან კარავი აქვთ გაშლილი და აქციას მართავენ. ამასთან, პროტესტის ნიშნად, 10 გაფიცული მეოთხე დღეა, შიმშილობს.

ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შრომის ინსპექციის სამსახურიც ჩაერთო.


ამავე თემაზე:

„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო დამცველი

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში
Print