ახალი ამბები
ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ
FaceBook
მძღოლები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კომპანიის მიერ დადგენილ გაიაფებულ ტარიფებს აპროტესტებენ.



ქუთაისში, ტაქსების კომპანია "მაქსიმის" მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კომპანიის მიერ დადგენილ გაიაფებულ ტარიფებს აპროტესტებენ. საუბარია, 0. 10 თეთრზე, რადგან "მაქსიმმა" აქციის ფარგლებში კილომეტრზე ათი თეთრით შეამცირა ტარიფები.

გაფიცული მძღოლების განმარტებით, მათ არანაირი მოგება არ რჩებათ და არსებული ტარიფი  მათთვის მიუღებელია.

"მაქსიმის" მომსახურეობა პირველ ორ კილომეტრზე ორ ლარს შეადგენს, მომდევნო კილომეტრებზე კი დამატებით 0.50 თეთრს, აქციის შედეგად კი ტარიფი 10 თეთრით შეამცირეს.

გაფიცვის შემდეგ კომპნიამ გადაწყვიტა კვლავ შეცვალოს ტარიფი და მძღოლების მოთხოვნა დააკმაყოფილოს. 

"გვინდოდა მგზავრებისთვის უდრო მეტად შემცირებული ტარიფებით შეგვეთავაზებინა მომსახურება, მაგრამ მძღოლების უკმაყოფილების გამო არ გამოვიდა. უახლოეს ერთ საათში ისევ ძველი ტარიფით ვიმუშავებთ და პრობლემაც აღარ იქნება", - ამბობს "მაქსიმის" წარმომადგენელი ავთანდილ მოსეშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.