ახალი ამბები
სად იმყოფებოდა და რა თქვა პრემიერმა ქუთაისში ვიზიტისას
FaceBook

ქუთაისში, ვიზიტად მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი მესიჯი ამჯერადაც მშვიდობა იყო.



პრემიერმა ქალაქის სხვადასხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტის დათვალიერებისას მშვიდობის მნიშვნელობას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი.

„ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მშვიდობა, მეგობრებო, დამეთანხმებით. მშვიდობა არის მთავარი. ჩვენ ვახერხებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობაც, განვითარებაც გვაქვს და ეს ყველაფერი, რაც შევძელით, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის გახსნაზე. 

ამ სიტყვის პოლიტიკურად გამოყენება არ დავიწყებია არც დევნილებთან, ბინების გადაცემის დროს. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ საცხოვრებლის მისაღებად შეკრებილ დევნილებს რიტორიკული კითხვა დაუსვა. 

"რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი? ხომ არის თქვენი დაბრუნება თქვენს სახლებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მე მჯერა, ეს დღე აუცილებლად დადგება, იმიტომ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან ყოველდღე". 

პრემიერმა მედიასთან საუბრისას რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მათ შორის, მის ვიზიტზე მოლდოვაში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის მეთაურმა განაცხადა:

"იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი".

კითხვას - საშუალება რომ გქონოდათ რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? - პრემიერმა ასე უპასუხა: „მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას".

ღარიბაშვილმა ოპოზიციას "უსუსური", "გაკოტრებული"და "მარგინალიზებული ძალა" უწოდა და განაცხადა, რომ ის 2024 წლის არჩევნებში დამარცხდება. ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით კი თქვა, რომ მისი ოჯახი დაფინანსებას რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს. პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ თუ ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს ნამდვილად სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან როგორც მინიმუმ, მისი განახევრება, მინიმუმზე დაყვანა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჯამში, დაახლოებით შვიდი, მიმდინარე თუ მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა. მათ შორის, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონი, ოლიმპიური საცურაო აუზი, ფეხბურთის ფედერაციის აკადემია და „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ამასთან, 480 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

ღარიბაშვილმა დაანონსა, რომ მთავრობა ახლა კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტს - ისტორიული ქუთაისის, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას იწყებს.

ქუთაისის გარდა, პრემიერ-მინისტრი დღეს ვანსაც ეწვევა.





 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან,
საწარმოო სიმძლავრეებს თიშავს და ფეროშენადნობების წარმოების
პროცესს აჩერებს.
15:41 / 01.11.2024
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან, საწარმოო სიმძლავრეებს თიშავს და ფეროშენადნობების წარმოების პროცესს აჩერებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.