ახალი ამბები
Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
FaceBook
Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოდან Google-ის საწყის გვერდზე შესვლისას, დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ფოტოა წარმოდგენილი. მასზე დაჭერის შემთხვევაში მომხმარებლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ გვერდზე გადადიან.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.
Print