ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღე - სამზადისი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს.

ქალაქის ქუჩების ნაწილი საქართველოს დროშებითაა მორთულია, ცენტრალურ ბულვარში კი გასამართი ღონისძიებებისთვის სივრცეები ეწყობა. აღსანიშნავია, რომ წელს ევროკავშირის დროშა ქალაქში არსად ჩანს.



სხვადასხვა სახის აქტივობა ქალაქში 14:00 საათიდანაა დაგეგმილი, საღამოს კი დასკვნითი კონცერტი ჩატარდება.







საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, აღმაშენებლის (ცენტრალურ) მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე, კოლუმბია-მისურის ქუჩის კვეთიდან წმინდა ნინოს ქუჩის კვეთამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.


ამავე თემაზე:


ქუთაისი, ევროპის უძველესი ქალაქი, ევროკავშირის სიმბოლიკის გარეშე

რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში 26 მაისს (პროგრამა)

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული
ტექნიკა შეიძინეს.
16:49 / 28.10.2026
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინეს.
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და
კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
11:39 / 24.10.2026
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.