ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ დაუსრულებელი სკვერი საზეიმოდ გახსნა
FaceBook
სკვერი, რომელიც ქუთაისის მერიამ გრანდიოზულად გახსნა, დაუსრულებელია.

საუბარია, ერთი კვირის წინ, მუხნარის ტერიტორიაზე გახსნილ ახალ რეკრეაციულ ზონაზე.

ქალაქის მერმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სკვერის მხოლოდ ის ნაწილი გახსნა, რომელიც რეაბილიტირებულია, სინამდვილებში კი ობიექტი სრულად კეთილმოწყობილი არ არის. 


შესაბამისად, მერიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში მხოლოდ ის მონაკვეთია აღბეჭდილი, სადაც სამუშაოები დასრულებულია.

მერის წარმომადგენელი მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში ნანა მეგრელიშვილი გვიდასტურებს, რომ სკვერის მოწყობის სამუშაოები დღემდე გრძელდება.

"ამ წუთშიც არიან, ამუშავებენ (მიწის ნაკვეთს), ნაწილზე დათესილია კოინდარი და ნაწილის დამუშავება (კოინდარის მოთესვა) ახლა მიმდინარეობს“, -  განმარტავს ის.

თუ რატომ გახდა აუცილებელი ჯერ კიდევ დაუსრულებელი რეკრეაციული სივრცის გახსნა, ამაზე მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ „მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო“.



პროექტი 900 ათასამდე ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა (რგპფ) დააფინანსა.

რეაბილიტირებულ ნაწილში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა ახალი საპარკო სკამები, განთავსდა ფანჩატურები. გაკეთდა ლაბირინთი, იაპონური კვიდოს ჯიშის ბუჩქებით. სკვერი განათდა დეკორატიული ლამპიონებით და შემოისაზღვრა დეკორატიული ღობით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.