ახალი ამბები
ქუთაისის №16 სკოლის დირექტორს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი“, -აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

უწყების ცნობით, ამავე სკოლის ბუღალტერი, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №22 საჯარო სკოლის დირექტორიც. ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში.

სკოლის დირექტორს მერაბ ნუცუბიძეს, „ქუთაისიპოსტი“ მისი საქმიანობის მიმართ უწყების მიერ შესაძლო დაინტერესებასთან დაკავშირებით,  23 მაისს ესაუბრა, თუმცა მან ინფორმაცია არ დაადასტურა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.