ახალი ამბები
"You are here" - ქუთაისში ახალი საინფორმაციო რუკები განთავსდება
FaceBook
ქალაქის მასშტაბით 10 ასეთი რუკა განთავსდება ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის ინიციატივით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტურისტულ– საინფორმაციო რუკები განთავსდება. "აქ ხარ" ამ სახელწოდებით 10 რუკა ქალაქის იმ უბნებში დადგმება, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები.

რუკებზე, მათი განთავსების ადგილის შესაბამისად, საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება დატანილი, რაც ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს არამხოლოდ გადაადგილებას გაუმარტივებს, არამედ, კონკრეტული უბნისა თუ ისტორიულ–კულტურული ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

რუკების განთავსების ზუსტი ადგილები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რუკების დამზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ საინფორმაციო რუკები, ვიზიტორებს, ქალაქის მარტივად ათვისებასა და უკეთ გაცნობაში დაეხმარება.


მარიამ პატარაია
Print