ახალი ამბები
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
FaceBook
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე,  სსიპ  "ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალიწინებს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.