ახალი ამბები
როხის სკოლის დირექტორის მეუღლეს ადგილობრივების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ როხში, სკოლის დირექტორის ქმარმა ადგილობრივი მცხოვრების მანქანას ქვები დაუშინა.
დაზარალებული გოგიტა სანიკიძე ყვება, რომ შემთხვევის დროს მანქანაში მისი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მომხდარს წინ დიდი ხნის კონფლიქტი უძღვოდა. კერძოდ, მათ შვილს, რომელიც როხის საჯარო სკოლაში სწავლობდა, დირექტორი აბულინგებდა, რის გამოც, ბავშვმა თვითმკვლელობაც სცადა.

გოგიტა სანიკიძის განმარტებით, ყველა ინსტანციას მიმართეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ და იძულებულები შეიქმნენ, შვილი სხვა სკოლაში გადაეყვანათ.

„არაერთზის იყო ანალოგიური შემთხვევა, როცა სიტყვიერი მუქარა იყო, ფიზიკური ძალადობის მცდელობაც, მაგრამ ვერიდებოდი, არ მინდოდა გამემწვავებინა სიტუაცია. ბოლოს და ბოლოს დაიჭირა მომენტი, ბავშვის მისამართით აიღო ქვა და ფაქტობრივად, ბავშვს ურტყამდა თავში.

ჩემი შვილი დააბულნგა მისმა მეუღლემ, ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი. მინდა ვკითხო სამართალდამცველებს, მაინცდამაინც მკვლელობა უნდა მოხდეს, რამე ზომები რომ მიიღოთ? მოვითხოვ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას“, - ამბობს გოგიტა სანიკიძე.

„სახლისკენ მივდიოდით მანქანით, ჯერ შეგვაგინა და შემდეგ ქვები დაგვიშინა უკნიდან, გადავეფარე ბავშვს, რომ არ მოხვედროდა“, - ამბობს დაზარალებულის მეუღლე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

"ქუთაისიპოსტი" ცდილობს ბრალდების მხარესთან დაკავშირებას და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.