ახალი ამბები
12 წლიანი ლოდინის შემდეგ, ქუთაისში საცოცი კედელი გაიხსნა
FaceBook
მოყვარულების 12-წლიანი თხოვნის შემდეგ, ქუთაისში, თვეების წინ მოწყობილი საცოცი კედელი, დღეს გაიხსნა.
მისი გაკეთება მხოლოდ საქართველო - ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოხერხდა. 

მერიის ინფორმაციით, კუპრაძის ქუჩაზე მდებარე შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რთული ცოცვის კედელი და კალათბურთის დარბაზი მოეწყო.



ამასთან, შენობა აღიჭურვა უსაფრთხოების ლეიბებით, შეიცვალა გადახურვა, კარ-ფანჯარა, ასევე წყალმომარაგებისა და ელექტროობის სისტემები.



ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტი მერიის ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ბალანსზეა და ის დაქვემდებარებაში მე-11 სპორტსკოლას გადაეცემა.

სპორტული დარბაზი ყოველ დღე იმუშავებს და მისით სარგებლობა სპორტული ჯგუფებისთვის უფასო იქნება.



პროექტი 700 000 ლარზე მეტი დაჯდა და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით დაფინანსდა.


ამავე თემაზე:


"აქამდე არ გვქონდა, ახლა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით როდის გაიხსნება" - მერია საცოც კედელს არ ხსნის

Print