ახალი ამბები
"ტაძარი შემოსაზღვრული უნდა იყოს" - ეპარქიის განმარტება ე.წ. ფრანგების უბანში ჭიშკრის აღმართვაზე
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც ე.წ. ფრანგების უბანში, ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი შემოსაზღვრეს.
ვარლამიშვილის ქუჩაზე, ე.წ. ფრანგების უბანში, ჭიშკარი ეპარქიის მიერ განთავსდა.

ეპარქიის მოძღვარი და მეუფე იოანესთან დაახლოებული მღვდელი  მატათა  ქარქაშაძე ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია ეპარქიის საკუთრებაა და ჭიშკრის განსათავსებლად დამატებითი ნებართვა არ იყო საჭირო.

მისივე თქმით, ჭიშკარი იმ მიზნით გაკეთდა, რომ ტერიტორია დაცული იყოს „ზედმეტი მიმოსვლისგან“ და „ზედმეტი ქმედებებისგან“.

"ეს ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და როგორც სტანდარულ, ნორმალურ პირობებში ხდება, ყველა ტაძარი არის შემოფარგლული თავისი ღობით. ტაძრების უმეტესობა ჩვენს ეპარქიაში შემოსაზღვრულია ღობეებით. ჭიშკარი ბაგრატის ტაძარსაც აქვს და გელათსაც. ამიტომ ეს ტაძარიც შემოიღობა სტანდარტულად, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორია ზედმეტი მიმოსვლისგან (ზოგჯერ ცხოველი შედის ხოლმე) და ზედმეტი ქმედებებისგან“, - განმარტავს მოძღვარი მატათა.

ე.წ ფრანგების უბანში აღნიშნული ჭიშკრის აღმართვას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა სოციოლოგი და რელიგიის მკვლევარი სოფო ზვიადაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილი სხვადასხვა შენობისა და ხედის კომპლექსია, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოა, ამიტომ აქ ამ ჭიშკრის ადგილი არ არის.


ამავე თემაზე:






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, უცნობმა პირებმა ტანსაცმლის მაღაზია
გაქურდეს.
12:28 / 18.07.2024
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, უცნობმა პირებმა ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.
13:36 / 17.07.2024
"კულტურაა ის ერთადერთია, რაც ქმნის ჩვენ იდენტობას", - მიაჩნია არტისტს, ჯგუფი ბულიონის წევს ნატალია ვაწაძეს. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.