ახალი ამბები
ქუთაისის მერია ე.წ. „სიყვარულის ბაღში“ მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცის მოწყობას გეგმავს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერია, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის არეალში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოს დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ელექტრონულ ტენდერს (NAT230009825) აცხადებს. 

საამისოდ ქალაქი 15`000 ლარს დახარჯავს.



ტექნიკურ დავალებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ არეალში მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეიქმნას, რომელი ინფრასტრუქტურაც მოიცავს მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცეს. ამ სივრცეში განლაგებული იქნება საგამოფენო-საფესტივალო ინვენტარი - ნებისმიერი სეზონისთვის ადაპტირებული სავაჭრო ქოხები (იხ. ვიზუალიზაცია), კულინარიული პროდუქტების მოსამზადებელი საფესტივალო ტექნიკა, LED ეკრანი, რომელის საშუალებითაც განხორციელდება სხვადასხვა საპრომოციო და მუსიკალური ვიდეორგოლების ტრანსლირება. ეკრანი საშუალებას იძლევა მოეწყოს საღამო კინოჩვენებები, მაგალითად ქართული ფილმები ინგლისური ტიტრებით რაც უფრო ახლოს გახდის ქართულ კულტურას უცხოელი სტუმრებისთვის. ეკრანის გამოყენება ასევე დაგეგმილია სხვდასხვა ადგილობრივი პროდუქტების რეკლამირებისათვის. სპორტული სანახაობების ტრანსლაციებისათვის.



დოკუმენტში ხაზგასმულია რომ ე.წ. ქოხებზე შესრულებული იყოს ხეზე ნაკვეთი ორნამენტები, რომელიც ისტორიულად სახასიათოა ქალაქის არქიტექტურისათვის.


დეტალური პროექტის შედეგამდე პროექტის გეგმა, ობიექტების ზომები, რაოდენობა და ესკიზები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.