ახალი ამბები
წელს სკოლაში მიიღებენ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ
FaceBook
ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ.
აღნიშნულს  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. 

დოკუმენტის  მიხედვით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლების დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც ბავშვს სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება, ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ, სწავლის დაწყებას ნაბაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით შეძლებენ.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს, რადგან, როგორც ცნობილია, 17 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან
რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი
ახლა  გამოაცხადა.
12:54 / 29.06.2026

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი ახლა  გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.