ახალი ამბები
ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გიორგაძე იქნება
FaceBook
ქუთაისის #30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

წინასწარი მონაცემებით, მას მხარი 4 490-მა მოქალაქემ დაუჭირა, რაც ავტოქარხნის ამომრჩეველთა 21,31%-ს შეადგენს.

ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 26 000-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამასთან, დღეს პირველად, ფართოდ გამოიყენეს ელექტრონული ტექნოლოგიები.

აღნიშნულ არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ მიხეილ გიორგაძეს კონკურენტი არ ჰყავდა.

ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც "ნაციონალური მოძრაობიდან" გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

რიგგარეშე/შუალედური არჩევნები დღეს 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.