ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში Wizz Air მეოთხე ბაზირებულ ხომალდს ამატებს, რომელიც ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს
FaceBook

1-ლი დეკემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის.


ავიაკომპანია ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს.

ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებაზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში სამი და ოთხი სიხშირით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის აეროპორტში ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად „ვიზეარის“ ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად „ვიზეარის“ 4 ბაზირებული ხომალდი იქნება, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება, რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე საშუალებას იძლევა, ქუთაისის აეროპორტი „ვიზეარის“ მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას, რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.

2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.