ახალი ამბები
ჭიათურაში შეჩერებული მანაგანუმის მოპოვება შესაძლოა ვადაზე ადრე განახლდეს
FaceBook
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელმა კომბინატმა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს მოიპოვებს, შესაძლოა შეჩერებული სამუშაოები ვადაზე ადრე განაახლოს.
ინფორმაცია, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" სამუშაოების ვადაზე ადრე განახლების შესახებ, ქუთაისიპოსტს ჭიათურის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ჭუმბურიძემ მიაწოდა.

ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია სარწმუნოა და ის თავად "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

მიმდინარე წლის 11 იანვრიდან კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 4 თვით მუშაობა შეწყვიტა. სამუშაოების შეწყვეტის მიზეზადმ კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასები და მათ მფლობელობაში დაგროვილი მანგანუმის ჭარბი რაოდენობა დაასახელა.

დროებითი უმუშევრობის პერიოდში "ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებს ხელფასის 60% გადაუხდის.

მაღაროელებმა კომპანიის გადაწყვეტრილება საპროტესტო აქციებით გააპროტესტეს. მათი განცხადებით, საბანკო ვალდებულებები აქვთ და კომპანიის მიერ გადახდილი ხელფასის 60% კრედიტის დასაფარად საკმარისი არაა. 





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების
ოდენობა გაიზრდება.
15:49 / 19.11.2025
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო
სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი
დააკავეს.
14:21 / 19.11.2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.