ახალი ამბები
ნუ გამოაყენებინებენ თავს პოლიტიკოსებს - ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ექვსდღიანი პროტესტის  შემდეგ, დღეს პირველად ისაუბრა და პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.
მისი თქმით, პოლიტიკოსები ცდილობენ "უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია". 

" (პოლიტიკოსები) იმასაც კადრულობენ, რომ  მათ (აქონდროპლაზიის დიაგნოზის ბავშვების)  სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ტყუილია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება... ჩვენ უარს არ გეუბნებით მაგრამ წამლის მიცემით რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა პასუხისმგებლობა იქნება ჩვენზე. ეს არ გვინდა მოხდეს...მინდა სრული თანაგრძნობა გამოვხატო, სახლმწიფო მთავრობა მათ გვერდით დგას, მაგრამ მინდა ვთხოვო ნუ გამოაყენებინებენ თავს პოლიტიკოსებს".

ღარიბაშვილის ინფორმაციით, აშშ (სადაც პრეპარატი Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით) მიიღეს, არ აფინანსებს ამ პროგრამას. დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო ამ პროგრამის დაფინანსება და მერე შეაჩერა. წამალი არ უღიარებია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც. 

თუმცა 2021 წელს პრეპარატს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), ავტორიზაცია მისცა.

სამაგიეროდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება.

"300 მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს. ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს 10 მილიონი ლარია გამოყოფილი დაახლოებით. თუმცა სამწუხაროდ ყველა ის პირობა არ არის შექმნილი, რომ მათ ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ძვირი ჯდება საზღვარგარეთ მკურნალობა. ყველას არა აქვს ამის საშუალება. ეს საკითხი იყო გადაუწყვეტელი. ჩვენი გადაწყვეტილებით სამასი ონკოლოგიური დიაგნოზის პაციენტი სრულად დაფინანსდება. საამისოდ 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი. სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს. "

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების პროტესტი  მეექვსე დღეა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით).


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:31 / 06.12.2024
" გაიფიცე! გაფიცვა შენი კონსტიტუციური უფლებაა" - ქუთაისელმა აქტივისტებმა ამ შინაარსის პლაკატი იუსტიციის სახლში შეიტანეს და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
საპროტესტო აქციებზე რვა დღის განმავლობაში,  დაკავებულია 338
პირი.
14:20 / 06.12.2024
საპროტესტო აქციებზე რვა დღის განმავლობაში,  დაკავებულია 338 პირი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.