ახალი ამბები
"2021 წელთან შედარებით იმერეთის რეგიონში თვითმმართველობის ინდექსი გაუმჯობესდა"
FaceBook
ქუთაისში, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტმა ასოციაციამ პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის გაუმჯობესება იმერეთის მუნიციპალიტეტებში“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

პროექტის ფარგლებში, იმ კრიტერიუმების გაუმჯობესებისათვის, რომლებშიც იმერეთის რეგიონის თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მაინც აქვს მაღალი შეფასება (80% და მეტი), მოხდა არსებული წარმატებული გამოცდილების გაზიარება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის. ასევე, იმ კრიტერიუმების გაუმჯობესებისათვის, რომლებშიც არცერთ მუინიციპალიტეტს რეგიონში არ აქვს მაღალი შეფასება, საეა-ს ექსპერტების მიერ შეთავაზებული იქნა საუკეთესო პრაქტიკა ადაპტირებული სახით და გაეწიათ ექსპერტული კონსულტაციები მათი დანერგვისათვის.

პროექტის მენეჯერის პაატა კლდიაშვილის თქმით, პროექტის მიზანი იმერეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შეფასებების გაზრდა იყო.

„პროექტის „თვითმმართველობის ინდექსის გაუმჯობესება იმერეთის მუნიციპალიტეტებში“ შემაჯამებელი ღონისძიება გავმართეთ დღეს, სადაც წარმოვადგინეთ პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმმართველობის ინდექსის შეფასებები, რომლებიც უახლოესს მომავალში გაიმართება, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა შეფასება იყო 2021 წლისა.

ძირითადი შედეგები, რაც მიღწეული იქნა ამ ეტაპზე, შუალედური შედეგების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის: აღნიშნული მუნიციპალიტეტების ვებგვერდების ინფორმაციულობის ხარისხის გაზრდა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესება და გააქტიურება; ასევე,  მთელი რიგი ახალი მიდგომების დანერგვა გარკვეულ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით“, - განმარტა პაატა კლდიაშვილმა.

შეხვედრას პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების, დონორი და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მათ მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, ასევე მიმდინარე შედეგების შესახებ, რომლებიც ამ ეტაპზე უკვეა მიღებული და იმ სავარაუდო შედეგების შესახებ, რომლებსაც უახლოესს მომავალში შეფასების სახით დადასტურებული ფორმით მივიღებთ“,- განაცხადა კლდიაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიზანია, საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება.

პროექტი კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.