ახალი ამბები
მერია ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის მილიონამდე ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია 2023-2024 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საზედამხედველო მომსახურებას ყიდულობს.

ამ მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა 1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს [NAT230006867] აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება-ზედამხედველობა გაწეულ უნდა იქნას შემდეგ სამუშაოებზე: გზები, წყალმომარაგება, ხიდები, შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები. შესაბამისი მომსახურების მისაღებად აღნიშნული ობიექტები 50 000 ლარზე მეტი სახელშეკრულებო ღირებულების უნდა იყოს.

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტით, ზედამხედველობა 2021-2022 წელში დაწყებულ მრავალწლიან სამშენებლო სამუშაოებსაც (დასრულებამდე) გაეწევა.

„საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს, მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილ სტანდარტებს და ტექნიკურ სპეციფიკაციებს.

აღნიშნული წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მიიღოს მომსახურება ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

წინადადების მიღება 22 აპრილს იწყება და 5 დღეში სრულდება.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.