ახალი ამბები
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
ქალთა უფლებების დაცვა - ადმინისტრაციული ღონისძიებები და სოციალური გარანტია - აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო Kutaisi Inn-ში, შეხვედრა-დისკუსია გამართა.

კონფერენციაში მონაწილეებმა დამცავი ორდერების გამოყენების თაობაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით არსებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის შემოთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5-წლიანი (2022-2026), 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ზემოთაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

პროგრამის მთავარი კომპონენტებია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინდივიდუალურ მოსამართლეთა გაძლიერება და სამართლებრივ და სასამართლო სისტემის რეფორმებში ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა.
Write to

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად
პოლიციამ ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და
ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, დაკავებულია 51 პირი.
15:03 / 11.03.2026
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, დაკავებულია 51 პირი.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის
დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
13:27 / 10.03.2026
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.