ახალი ამბები
ხეივნის განათება, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა - მუხნარის ტყეში დაგეგმილი სამუშაოები
FaceBook
ქუთაისში, მუხრანის ტყეში საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება განათებები.

ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი წელს განახორციელებს.

„ორი წელია მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენს ქალაქში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მუხნარის ტყის გადარჩენაზე არის გამიზნული. ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა: მთლიანად შემოიღობა ტყე, მოხდა დაზიანებული ხეების გაჩეხვა. არის მნიშვნელოვანი ღონისძიებები მავნებელი ხოჭოს მიმართ, ასევე გასულ წელს, სატყეო დეპარტამენტმა ჩაატარა ის სამუშაოები, რაც ამ ადგილის ჭარბი წყლისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

2023 წელს კი საგზაო დეპარტამენტმა დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები, რაც ამ ულამაზესი ხეივნის განათებას, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას გულისხმობს, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტების ქალაქთან უფრო ახლო კავშირს შეუწყობს ხელს და უფრო მეტად გაახალგაზრდავებს ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენი ქალაქელი, იმერელი, სტუმარი მოუფრთხილდება იმას, რისთვისაც სახელმწიფო და ჩვენი ქალაქი ამდენ ღონეს ხმარობს ამ ტყის გადასარჩენად და სილამაზის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკის რეაბილიტაცია გასული წლის აპრილში დაიწყო. ტყის სარეაბილიტაციო პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად მომზადდა.

მუხნარის ტყე წითელ ნუსხაში შესული იმერული მუხის ტერიტორიად ითვლება. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტყე ძალიან დააზარალა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.