ახალი ამბები
პენცენტრმა იუნესკოს, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით, მიმართა
FaceBook
"მიგვაჩნია, რომ ელისო ბოლქვაძე, როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace)  სტატუსს", -  ნათქვამია წერილში, რომლითაც საქართველოს პენცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის  მიმართეს.

წერილს კულტურის 126  წარმომადგენელი აწერს ხელს. 

წერილს სრულად გთავაზობთ.

"2023 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ", რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში დასმენის ინსტიტუტის შექმნას, მედიის და არასამთავრობო სექტორის დევნას და თავისუფალი აზრის ჩახშობის დაკანონებას. ის სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს მისწრაფებასთან, იქცეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად და გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა.

დღეს, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, საქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღება, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია.

2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ის ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს, მათ აწმყოს და მომავალს. 7 მარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა ამ კანონპროექტს და ასე უღალატა სამშობლოს, თავის ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა წლებში საკუთარ თავზე გამოუცდია რუსული აგრესია; რომელსაც ჯერ 1992-93 წლებში, შემდეგ კი 2008 წელს საკუთარი სახლის დატოვება და თავისსავე ქვეყანაში დევნილად ქცევა მოუწია.

საქართველოს მოქალაქეებმა რუსულ სამხედრო შენაერთებთან ბრძოლაში სხვადასხვა დროს დაკარგეს ოჯახის წევრები – მშობლები, და-ძმები და შვილები, დათმეს ყველაზე მთავარი – საკუთარი სიცოცხლე. შეუფასებელია ის ზიანი, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ მათ წლების განმავლობაში მიაყენა.

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ხალხმრავალი დემონსტრაციები თბილისში. საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქვეყნის არაერთი მოქალაქე დაზარალდა. საპროტესტო აქციების შედეგად, უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში დაინიშნა კანონპროექტის მეორე მოსმენა, თუმცა ელისო ბოლქვაძეს არც ამ განხილვაზე მიუცია ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ.

მიგვაჩნია, რომ ელისო ბოლქვაძე, როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace) სტატუსს, რომელსაც ის 2015 "იუნესკოს" ეგიდით წლიდან ატარებს.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ როლში მისი მიზანი მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიან, ცივილიზებულ თანაარსებობაზე ზრუნვა უნდა იყოს, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური საქმიანობა, ამის ნათელი დასტური კი ანტისახელმწიფოებრივი, მტრის მიბაძვით დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერაა.

ველით თქვენს გამოხმაურებას.

პატივისცემით,

საქართველოს პენ-ცენტრი
ივა ფეზუაშვილი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, მწერალი

ტორესა მოსი, მწერალი

გვანცა ჯობავა, გამომცემელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი

თინათინ ბერიაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი

ლაშა ბუღაძე, მწერალი

ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი

რატი ამაღლობელი, პოეტი

ლელა კურტანიძე, პოეტი

კოკა ქამუშაძე, მწერალი

ლევან ბერძენიშვილი, მწერალი

სოფო კუბლაშვილი, მწერალი

მარი ბექაური, მწერალი

დალილა გოგია, მთარგმნელი

ნინო კიკნაძე, კულტურის მენეჯერი

ნუკა ღამბაშიძე, საავტორო უფლებების მენეჯერი

მაკა კასრაძე, გამომცემელი

მაშო სამადაშვილი, კულტურის მენეჯერი

რუსუდან რუხაძე, მწერალი

ნინია ნადირაძე, პოეტი

რატი მუჯირი, მწერალი

ნინა სურამელაშვილი, მწერალი

ზურა პაპიაშვილი, მწერალი

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი

ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურის კრიტიკოსი

გიორგი ხარაიშვილი, მწერალი

თამარ ფოლადაშვილი, მწერალი

შოთა იათაშვილი, მწერალი

მარიამ კიკაჩეიშვილი, წიგნის გამავრცელებელი

გიორგი ჯინჭარაძე, ილუსტრატორი

ქეთევან ყანჩაშვილი, მთარგმნელი

მაია დანელია, ლიტერატურის მენეჯერი

ზურა აბაშიძე, მწერალი

ნათია გიორგაძე, პოეტი

ნატო გორდელაძე, გამომცემელი

რეზო გეთიაშვილი, პოეტი

ლელა კოდალაშვილი, მწერალი

მაიკო კუდავა, გამომცემელი

ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი

ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე), პოეტი

ვასო გულეური, მწერალი

თამარ კორკოტაშვილი, პოეტი

დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი

მარიამ ჯანელიძე, ჟურნალისტი

თორნიკე ჭელიძე, მწერალი

თორნიკე სიბაშვილი, პოეტი

ანი მილაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობის მენეჯერი

ლელა სამნიაშვილი, პოეტი

პაატა შამუგია, პოეტი

დოდო ყვავილაშვილი, მთარგმნელი

ნანუკა სულაძე, ლიტერატურის მენეჯერი

ნატალია ბუკია-პეტერს, მთარგმნელი

ნანა აბულაძე, მწერალი

გიო ლომიძე, მწერალი

თინათინ მამულაშვილი, გამომცემელი

ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი

სოფო შამანიდი, მთარგმნელი

ლანა კალანდია, მთარგმნელი

ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი

ლელა შუბითიძე, ლიტერატურის მენეჯერი

ნიკა ჩერქეზიშვილი, პოეტი

ირაკლი ლომოური, მწერალი

გიორგი შონია, პოეტი

თემო რეხვიაშვილი, მწერალი

მედეა იმერლიშვილი, მწერალი

ნათია მიქელაძე, მთარგმნელი

თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი

მალხაზ ხარბედია, მწერალი, ლიტერატურის თეორეტიკოსი

ალეკო შუღლაძე, მწერალი

გიორგი მაისურაძე, მწერალი

მიხეილ ნერგაძე, მწერალი

ირაკლი მაჩიტაძე, მწერალი

ოთარ ჯირკვალიშვილი, პოეტი

დიანა ანფიმიადი, პოეტი

ლექსო დორეული, ჟურნალ "არილის" რედაქტორი

თათია ნადარეიშვილი, მწერალი-ილუსტრატორი
ელენე ჯაფარიძე, მწერალი

დათო სამნიაშვილი, მწერალი

ბესო სოლომანაშვილი, მწერალი

მარინე ცხადაია, გამომცემელი

მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი

თამთა მელაშვილი, მწერალი

ლუკა ბაქანიძე, მწერალი

ბესო ხვედელიძე, მწერალი

მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი

ბათუ დანელია, პოეტი

ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი

მაია ალუდაური, რედაქტორი

თინა ასათიანი, გამომცემელი

სალომე მაღლაკელიძე, ლიტერატურის მენეჯერი

თეკლა ქველაძე, ლიტერატურის მენეჯერი

გია გოკიელი, მთარგმნელი

შორენა ლებანიძე, მწერალი

ქეთი ქანთარია, მთარგმნელი

გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი

ლელა დუმბაძე, მთარგმნელი

მაია ბადრიძე, მთარგმნელი

ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი

თაკო ლონდარიძე, რედაქტორი

ლუკა გრიგოლია, მთარგმნელი

მარიამ ლორთქიფანიძე, კონტენტის სტრატეგი

მარიამ წიქარიძე, კურატორი

ნატალია ბუაჩიძე, ხელოვანი

მიხეილ ჩარკვიანი, თეატრის რეჟისორი

ელენე ფასური, ხელოვნების მენეჯერი, კურატორი

დავით ლეჟავა, Aჩთ4ცულტურე

გიორგი ყოლბაია, ფოტოგრაფი

ეკა ტაბლიაშვილი, ილუსტრატორი

ქეთი მაჭავარიანი, კინორეჟისორი

ირინა გელაშვილი, პროდიუსერი

ირინა საყვარელიძე, შემოქმედებითი ლიდერი

ქეთევან ბარბაქაძე, შემოქმედებითი კონტენტის კრეატორი
მარიამ გურგენიშვილი, მწერალი

ნატალია ვაწაძე, ხელოვანი

ქეთევან ყიფიანი, პროდიუსერი

მარიამ ლორია, კურატორი

ნათია ფარჯანაძე, მსახიობი

ნუცა წიქარიძე, რეჟისორი

ლუიზა ჩალათაშვილი, ფოტოგრაფი

სოფო კირთაძე, ილუსტრატორი

ზურა მჭედლიშვილი, ილუსტრატორი

ია ნინოშვილი, ილუსტრატორი

ანა ბარჯაძე, რეჟისორი

ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნების ისტორიკოსი

გიგა დათიაშვილი, მსახიობი

ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.