ახალი ამბები
"ეკონომიურობით გამოირჩევა" - იმერეთის გუბერნატორს ახალი მანქანა ჰყავს
FaceBook
ქუთაისის მერის შემდეგ ახალი ავტომობილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ჰყავს.

ზვიად შალამბერიძე “ტოიოტა ქამრით” უკვე გადაადგილდება.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალი ავტომანქანა მათ სახელმწიფომ გადასცა. 

"აღნიშნული ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა ეკონომიურობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას სარგებლობაში გადმოეცა სახელმწიფოსგან. არსებული ავტოპარკი არის ძალიან მოძველებული და ხარჯიანი, შესაბამისად საჭიროებდა განახლებას",- აცხადებენ პრესსამსახურში.

ახალი, 118 ათასი ლარის ღირებულების, ლურჯი ფერის მაღალი გამავლობის მანქანა ერთი თვის წინ შეიძინა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმაც. 

მაშინ მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ავტომობილს ზოგადად მერია ყიდულობდა და ის კონკრეტულად არავისთვის იყო განსაზღვრული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.