ახალი ამბები
"დროებით ვწყვეტთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისების მიწოდებას“ - ტრენერთა ასოციაცია
FaceBook
ტრენერთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „რუსულ კანონპროექტს“ ეწინააღმდეგება.

პროტესტის ნიშნად, ასოციაცია ტრენერებს მიმართავს, საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება იქამდე შეწყვიტონ, ვიდრე „რუსული კანონის" მიღება განიხილება.

ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„ძვირფასო კოლეგებო, მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენი მთავარი ღირებულებაა..

გთხოვთ, თითოეულ ტრენერს, თითოეულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას - სანამ განიხილება რუსული კანონის აქტიურად მიღების პროცესი, შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება.

ჩვენ, ყველამ ერთად, ხიდები ავაშენეთ ორმხრივად საჯარო სექტორთან. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს-მეგობრებს შორის არა ერთი მათგანია. კოლეგებო, ეს არის დროებითი პროცესი, რომელიც მიმართულია კონკრეტულად - რუსული კანონის შესაჩერებლად.

ტრენერები ვანვითარებთ ადამიანებს, ვემსახურებით სამშობლოს და ვცნობთ საქართველოს მთლიანობას ევროპულ ინტეგრაციაში“,- აღნიშნულია ტრენერთა ასოციაციის განცხადებაში.

ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებული „რუსული კანონპროექტის“ თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. ამ კანონს, რომლის მიზანიც, ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.