ახალი ამბები
„ეს კანონი გვაფიქრებინებს ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული კონტროლის იდეასა და ძალაუფლების დემონსტრირებაზე“- EDEC
FaceBook
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე ამბობს, ეს კანონი შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან, ამიტომ მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას, მოქალაქეების თავისუფლებას, უსაფრთხოებას და მომავლის რწმენას.

„ეს კანონი ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობს ის დღეს. კანონი ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას - გაერთიანების უფლებას, რომ არაფერი ვთქვათ გამოყენებული ტერმინების უკან მდგარ შინაარსზე. ის უპირობოდ დააზარალებს სამოქალაქო სექტორს, რომელიც წლებია, უცხოელი პარტნიორების დახმარებით ათასობით მოქალაქეს აძლიერებს, ხელს უწყობს მათ სოციალურ კეთილდღეობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, ღია და გამჭირვალე მმართველობის ჩამოყალიბებას. ჩვენმა მუშაობამ ათიათასობით ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა.

ყველა ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი ეფუძნება ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიერ დასავლელ პარტნიორებთან გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებას. ჩვენ, სრულად ვაკმაყოფილებთ გამჭვირვალობის მოთხოვნებს საქართველოს არსებული კანონმდებლობის პირობებში, შესაბამისად, მოტივი, რომ ,,კანონი ხელს შეუწყობს ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდას“, გვაფიქრებინებს მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული კონტროლის იდეასა და ძალაუფლების დემონსტრირებაზე.

კანონის მიღებით საქართველო დაკარგავს შანსს, გახდეს მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი, რომელზეც ასე დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ამ კანონით უარს ვეტყვით ევროპულ მომავალს, რომელზეც ამდენი წელია დგას ჩვენი ფასეულობები, მიზნები, იმედები. ამ კანონით ჩვენ უარს ვეტყვით თავისუფლებას და დემოკრატიას, რომლის მშენებლობისთვისაც წლების განმავლობაში, თითოეული ჩვენგანი, მოკრძალებულ წვლილს ვდებთ და ამ მონაპოვარს ვუფრთხილდებით“,- ამბობს EDEC-ის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.