ახალი ამბები
"მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე“ - Freedom House „რუსულ კანონპროექტზე“
FaceBook
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „რუსულ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონპროექტებს, ვინაიდან მას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მსუსხავი ეფექტი ექნება.

"ჩვენ ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოებიდან ბევრის შეშფოთებას, რომ საქართველოს ორი კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ თუ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადახედოს ამ კანონპროექტებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"Freedom House"-ის ტექსტი გაეროს ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობა, რომლის წარმომადგენლობამაც პარლამენტში ინიცირებული "რუსული კანონპროექტი" კრიტიკულად შეაფასა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #Freedom House
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო
საქმის განხილვა დაიწყო. 
15:34 / 06.05.2026
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო საქმის განხილვა დაიწყო. 
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია
თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.
13:46 / 06.05.2026
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.